calciostyle-ს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც “ტორპედო” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, უკვე იტალიაშია და დღეს “ემპოლიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ამის შემდეგ “ემპოლი” გოგლიჩიძეს 3.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ის მაშინვე შეუერთდება აურელიო ანდრეაცოლის გუნდს. თუმცა, tuttomercatoweb-ის მტკიცებით, საბუთების მოწესრიგებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
“ემპოლი” 18 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ში მე-19 ადგილზეა და 7 იანვარს “მილანს” უმასპინძლებს.