რატომ არ სტუმრობენ საქართველოს ზამთრის კურორტებს მაღალშემოსავლიანი ტურისტები?

გამოცემა „ფორბსი“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც არის.
BM.GE-სთან Traffic Travel-ის ხელმძღვანელი, ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ რეიტინგში მოხვედრა თავისთავად ძალიან სასიამოვნო ფაქტია, თუმცა რეალობა სხვაგვარია და თბილისის საშობაო სოფელში ევროპელ, ამერიკელ და სხვა, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებიდან ტურისტებს ფაქტობრივად ვერ შეხვდები.
“ძალიან სასიამოვნოა და გამიხარდა, რომ კონკრეტულმა გამოცემამ ედიმბურგის, ლონდონის და მსოფლიოს სხვა, გამორჩეული ქალაქების გვერდით მოგვიხსენია. თუმცა, ეს არაფერს გვეუბნება, რადგან, საშობაო სოფელში სულ სხვა სურათია. სანთლითაა საძებნელი ტურისტი და მოგზაური, რომელიც ჩვენთვის ყველაზე სასურველი და რეალური დოვლათის მომტანია. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, -დან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს მოაქვთ ის პოტენციალი, რაც საქართველოს ტურისტულ სექტორს რეალურად კონკურენტულს ხდის და გვაძლევს ბიძგს მომსახურების ხარისხი ავამაღლოთ,” – აცხადებს ჯაფარიძე.