ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევზე თავდასხმაზე – ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს – ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას

ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს. ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს, რითაც რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
მათივე თქმით, ეს მშვიდობიანის მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული სისასტიკეა.
„რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია კიევს რაკეტებითა და დრონებით – ეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითია. ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს. ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, -წერს სამინისტრო.
შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსებმა კიევზე თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს. რუსულმა ძალებმა კიევში ოთხ რეგიონსა და 27 ლოკაციას დაარტყეს.
რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე, ხოლო დაშავებულთა 88-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია