მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიღვიძა უკრაინიდან საშინელი ამბებით – ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ზომები, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთსა და მის პარტნიორებზე, რომლებიც ომს ხელს უწყობენ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა X-ზე დაწერა, რითაც რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთი მშვიდობას ტერორითა და ნგრევით პასუხობს.
„რუსეთის პასუხი აშშ-ს, ევროპისა და უკრაინის მშვიდობისკენ მოწოდებებზე მეტი ტერორითა და ნგრევით გამოიხატა.
მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიღვიძა უკრაინიდან საშინელი ამბებით – მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, საცხოვრებელი შენობების, საავადმყოფოებისა და სკოლების ნანგრევებად ქცევა. ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ზომები, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთსა და მის პარტნიორებზე, რომლებიც ომს ხელს უწყობენ. “- დაწერა ბუდრისმა X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსებმა კიევზე თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს. რუსულმა ძალებმა კიევში ოთხ რეგიონსა და 27 ლოკაციას დაარტყეს.
რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე, ხოლო დაშავებულთა 88-მდე გაიზარდა.
