“რუსთაველის გამზირის” წევრს, ნადიმ ხმალაძეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილი აქვს.
“მე რატომღაც მგონია, რომ თინა ბოკუჩავამ ეს განცხადება ან დაუფიქრებლად თქვა, ან ჩვენ არ ვყავდით მხედველობაში. მაგრამ ქალბატონ ელენეს ვურჩევ: მათ მიერ 2 თვეში ერთხელ, დაგეგმილი რაღაც რიცხვებიდან უკვე რვა თვე გავიდა და ჩვენ ისევ იმ ადგილზე ვდგავართ. მოვუწოდებ, რომ შეიკავოს თავის. სიამოვნებით შევხვდებოდი, აუცილებლად შევხვდები და ვკითხავ – ვინ ყავდა მხედველობაში. ჩვენ თუ ვყავდით მხედველობაში მაშინ, არ ვიცი, ცოტა უსიამოვნო საუბარი გვექნება,” – განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.
ივანიშვილის მანქურთებს კარგად უნდა ესმოდეთ ის სიტყვები, რომლებიც ჩვენ ამოვიკითხეთ პრეზიდენტი სააკაშვილის წერილშიც – “ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დიდი საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი. დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო სახალხო მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი, განსაკუთრებით პოლიტიკური და საზოგადო ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მათ სიტყვას. რევოლუციის თარიღი არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლობა, რომელიც ასევე უარყოფითად აღიქმება დასავლეთში და რაც მთავარია აძლიერებს რუსულ ქოცურ პროპაგანდას.
