დმანისის რაიონში სოფელ ოროზმანთან, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოაჩინა.
ნამარხი სავარაუდოდ 1,8 მლნ წლით დათარიღებული დმანისის ჰომინიდების ნაშთების თანადროულია. ნაპოვნია ასევე პრეისტორიული ცხოველების ძვლები და პრიმიტიული ქვის იარაღები.
აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის აზრით, ამ აღმოჩენას დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს ადრეული ჰომინიდების ევოლუციის და პირველი განსახლების კვლევისთვის. აღმოჩენილი მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაბინავდება, სადაც გაგრძელდება დეტალური ლაბორატორიული კვლევა.
