Reuters – ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
როგორც Reuters წერს, ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ პრობლემები განსაკუთრებით პეკინსა და მის შემოგარენში შექმნა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პეკინიდან 80 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად, გზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო 136 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია