უიღბლო, ვადაგასული თაღლითების და ამჟამად რეციდივისტების მიერ წაგებული მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ, ახალ რეკორდზე უალტერნატივო ნომინანტი – მოსამართლე მურუსიძეა

უიღბლო, ვადაგასული თაღლითების და ამჟამად რეციდივისტების მიერ წაგებული მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ, ახალ რეკორდზე უალტერნატივო ნომინანტი – მოსამართლე მურუსიძეა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟში დავის წაგებას სოციალური ქსელით ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ წაგებულმა მორიგმა სასამართლო პროცესმა ცხადყო, რომ მოსამართლე მურუსიძის „რუსული“ ხელები თბილისიდან ვაშინგტონს სწვდება და ის ახალი რეკორდის უალტერნატივო ნომინანტია.
„Guinness World Records-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მკლავების (ხელების გაშლის სიგრძით) მქონე ადამიანი არის ეგვიპტელი მოჰამედ შეჰატა. მისი ხელების გაშლის სიგრძე შეადგენს 250.3 სანტიმეტრს (8 ფუტი და 2.5 დიუმი), რაც დადასტურდა 27 აპრილს კაიროში Guinness-ის მიერ.
თუმცა, დიდი ალბათობით ეს რეკორდიც მოხსნილია და დროა საქართველოში მოვიწვიოთ Guinness World Records-ის ოფიციალური წარმომადგენლები. ჩვენი უიღბლო ვადაგასული თაღლითების, “Twix-ის ტკბილი წყვილის” და ამჟამად რეციდივისტების მიერ წაგებული მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ ახალ რეკორდზე უალტერნატივო ნომინანტი – მოსამართლე მურუსიძეა, რომლის “რუსული” ხელები თბილისიდან ვაშინგტონს სწვდება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს