დიმიტრი მედვედევი – თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია

თუ ს ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა -ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია, – ასე პასუხობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ მის შესახებ გავრცელებულ განცხადებას.
„თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და საკუთარ გზაზე სვლას გააგრძელებს“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.
მედვედევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი სოციალური ქსელი, Truth Social-ი რუსეთში აკრძალულია.
„ხოლო, რაც შეეხება ინდოეთისა და რუსეთის „მკვდარ ეკონომიკებს“ – გაიხსენოს თავისი საყვარელი ფილმები „მოსიარულე მკვდრების“ შესახებ, აგრეთვე ისიც, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებაში არარსებული „მკვდარი ხელი“, – აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს მოუწოდა, რომ „სიტყვებს დაუკვირდეს“.
„გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო