თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა

ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. თბილისი, მსოფლიო ჩემპიონატს 8 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ჩემპიონატმა საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციისა და დელეგაციებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ტურნირში 120 ქვეყნის 1205 ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობდა. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობდა; ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში ჩატარდა.
ტურნირზე 25 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ისტორიული, ოქროს მედალი მოიპოვა.
დახურვის ცერემონიაზე, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის დროშა ჰონკონგის ფედერაციის წარმომადგენელს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ჩინეთი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა