“სხვა ვარიანტი არ არსებობს: უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა Риа Новости

“სხვა ვარიანტი არ არსებობს: უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა Риа Новости
სტატიის ავტორი კირილ სტრელნიკოვია და მასში პროპაგანდისტულადაა მიმოხილული ომში არსებული ვითარება, უკრაინისა და რუსეთის არმიების ბრძოლის სტრატეგია და მდგომარეობა. სტატიაში მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნების, გენერლების, ასევე ამერიკელი პოლიტიკოსების სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები და ისინი რუსოფობებად არიან გამოცხადებული.
სტატია ამ სიტყვებით სრულდება: “გონს მოსვლის ყველა ვადა უკვე გავიდა და ჩვენ აღარავის დავუძახებთ და არავის დავარწმუნებთ რაიმეს გაკეთებაში. თუ ადამიანები [უკრაინელები] შეგნებულად და სიხარულით მზად არიან თავიანთი ბატონებისთვის სიკვდილისთვის, ეს მათი არჩევანია. მხოლოდ ერთი პრობლემაა: მაქმანებიანი ტრუსები მიცვალებულებს არ გამოადგებათ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია