შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იორდანიის გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოს გადაეცა მიწის ნაკვეთი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, სადაც იგეგმება ქართული კულტურის ცენტრის აშენება.
მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მზაობა. აღინიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მცირე ხნის წინ განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი იორში.
სენატის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს – ხაზარაძე საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს

არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს” ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს

საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება