რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “კასადემონტში”გააგრძელებს. ქალაქ სარაგოსას გუნდმა საქართველოს ნაკრების 22 წლის უკანახაზელთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი კლუბის ოფიციალურ ვეგ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი არ არის.
ანდრონიკაშვილი ესპანეთში წინა სეზონშიც თამაშობდა, თუმცა “მურსიაში” მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და მატჩში საშუალოდ მოედანზე გატარებულ 5 წუთში 2.2 ქულასა და 1,2 პასს აკეთებდა. ანდრონიკაშვილს ესპანეთში სხვა მხრივაც იცნობენ: ის წლების მანძილზე ბასკონიას საკალათბურთო აკადემიაში იმყოფებოდა და ამ გუნდის ღირსებას სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში იცავდა.
რატიმ კარიერის მოწყობა ამერიკაში სცადა,
სადაც საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში – კრეიტონში მოხვდა, მაგრამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მთელი სეზონი გაუცდა, რის შემდეგაც ევროპაში დაბრუნდა და სეზონი ესპანურ “მურსიაში” გაატარა.
ანდრონიკაშვილი სისტემატიურად ხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად 12-ეულში და ჩვენს გუნდთან ერთად მან გასულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა. რატი უკვე სარაგოსაშია და მისი ახალ კლუბში დებიუტი სავარაუდოდ შემდეგ ტურში შედგება.
GBF.GE