“ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დავარტყით” | უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში ს სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.
“დღეს დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის მახლობლად რუსული საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმავდროულად, უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების პარტიზანული მოძრაობა „ათეში“ აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ევპატორიაში კომუნიკაციების ნაწილსაც მიაყენეს დარტყმა.
სევასტოპოლში დღეს საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ქალაქში ისმოდა აფეთქებები ხმაც. საოკუპაციო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინის თავდასხმას მოიგერიეს.