“ციხეში ჯდომა არავის მოსწონს, მაგრამ თუ ჩემი ციხეში ყოფნა თქვენი ნათელი მომავლის საწინდარია, დაე ასე იყოს”– თორნიკე გოშაძე

სინდისის პატიმარი, თორნიკე გოშაძე ციხიდან წერილს აგზავნის.
„რამდენიმე კომენტარმა მოაღწია ჩემამდე, მე უბრალოდ არ შემიძლია გადმოგცეთ როგორ მსიამოვნებს და რამხელა ბედნიერებას მანიჭებს თქვენი სიტყვები. ლამაზი და კარგი კალიგრაფიააო, ღმერთო, ლამაზები და კარგები თქვენ ხართ ყველა. არა, არა კარგები კიარა საუკეთესოები ხართ, საუკეთესოებს შორის. თქვენი სიტყვებია ლამაზი, თქვენი ფიქრები, თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თამადგომა და თანაგრძნობა. მიხარია რომ თქვენიანი ვარ, ციხეში ჯდომა არავის მოსწონს, მაგრამ თუ ჩემი ციხეში ყოფნა თქვენი ნათელი მომავლის საწინდარია, დაე ასე იყოს.
მიყვარხართ ადამიანებო, ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. გონებით და გულით თქვენთან ვარ. გული თქვენთვის ძგერს. დიდი სიყვარულით თორნიკესაგან“,- წერს წერილში თორნიკე გოშაძე.
პროევროპულ აქციაზე დაკავებულ თორნიკე გოშაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია