,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, 30 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება.
ბანაკი ქართველ ახალგაზრდებს ევროპული გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. ისევე როგორც, ეს პროექტი უნგრელ ახალგაზრდებს ქართულ გამოცდილებას გაუზიარებს.
ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება ტრენინგები და სემინარები, რომლებიც კონცენტრირებული იქნება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და თანამედროვე ევროპული მიდგომები რეგიონული განვითარების მიმართულებით.
2025 წლის 17 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ფართომასშტაბიან პარტნიორობას, რომელიც მოიცავს ერთობლივი კონფერენციებისა და პროექტების განხორციელებას, მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების ორგანიზებასა და ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას განათლების, კულტურის, სპორტისა და მოხალისეობის მიმართულებით.
თანამშრომლობას საფუძვლად უდევს საერთო რწმენა, რომ ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების უწყვეტი გაცვლა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი წარმატებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს