ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს – Galt & Taggart

„ჩვენი მოლოდინით, ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს. 2023 წლის მონაცემებით, მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება. ჩვენი აზრით, ეს პროპორცია 2024 წელსაც შენარჩუნდება,” – ამის შესახებ Galt & Taggart-ის ლუდის სექტორის 22 დეკემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება მზარდია და 2023 წელს 45 ლიტრს შეადგენდა , თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 81 ლიტრს.Galt & Taggart-ის მიხედვით, საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში ლუდის მოხმარების ზრდა მოსალოდნელია ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების ზრდის ხარჯზე.
ლუდი ძირითადად მაღაზიაში იყიდება, უმეტესი ევროპული ქვეყნების მსგავსად HORECA-ში გაყიდვის წილი გაზრდილია 26%-დან 31%-მდე 2019-23 წლებში. “ჩვენი მოლოდინით, ადგილზე მოხმარების (HORECA) წილი საქართველოში გაიზრდება ურბანიზაციის, შემოსავლების და ტურიზმის ზრდის ხარჯზე,” – აღნიშნულია კვლევაში.