“ხეტაფეს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გრინვუდის გამოსყიდვა სურს

“ხეტაფე” მანჩესტერ იუნაიტედთან” გრინვუდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
ესპანურ გუნდს ინგლისელი ფეხბურთელის “იუნაიტედიდან” გამოსყიდვა სურს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა “ხეტაფეში” გრინვუდის სათამაშო ფორმით აღფრთოვანებულები არიან, “იუნაიტედი” კი 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
გრინვუდმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 9 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.