„ტვ პირველის“ ცილისწამების მიზანი არის ის, რომ მოხდეს „ქართუს“ დისკრედიტაცია, რათა ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელი ბანკი

„ტვ პირველის“ ცილისწამების მიზანი არის ის, რომ მოხდეს „ქართუს“ დისკრედიტაცია, რათა ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელი ბანკი
ბანკი „ ქართუ“ არა ერთხელ გახდა „ტვ პირველის“ თავდასხმის ობიექტი და ამჯერადაც საქმე ეხებოდა „ტვ პირველში“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბანკი ს მიერ გამოყენებულ იქნა ქონების გადასამალად, – ამის შესახებ „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ გულუამ განაცხადა.
ნიკოლოზ გულუას განცხადებით, „ქართუ ბანკი“ არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას, „ტვ პირველის“ მხრიდან ცილისწამება კი არის ის რომ „ქართუ ბანკის“ დისკრედიტაცია მოხდეს და ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფის ინტერესების გამტარებელ ბანკად.
„ ასევე, მოხსენიებულ იქნა, რომ ბანკი წარმოადგენს ყველაზე არაგამჭვირვალე ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში და აი ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება. ისევე როგორც, სხვა შემთხვევებში, ჩვენ არა ერთი სარჩელი გვაქვს წარდგენილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მათ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბანკი არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება შემდგომში ეს თანხა ფონდის მიერ. სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია. ცილისწამების მიზანი არის ის, რომ ბანკი „ქართუს“ დისკრედიტაცია მოხდეს, ის წარმოჩინდეს როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელ ბანკად, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბანკი ეროვნული ბანკის რეგულაციებს იცავს, დაკავშირებულ მხარეებთან საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა“,- განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.
Previous: ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამახსენა, ამ „კარის წითელი ინტელიგენციის“ თვალსაჩინო წამომადგენლის ქეთი დოლიძის ეპატაჟებმა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში