ტრამპმა პუტინს ომის დასრულებისთვის მიცემული ვადა 50-დან 10 დღემდე შეუმცირა

დონალდ ტრამპმა, სთან ომის დასრულების მიზნით ვლადიმირ პუტინისთვის მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმი 10 დღემდე შეუმცირა. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა განცხადება 29 ივლისს გააკეთა.
ტრამპის თქმით, თუ 10 დღეში, ანუ 8 აგვისტოსთვის, არ გადადგამს „ქმედით ნაბიჯებს“ მშვიდობის მისაღწევად, ვაშინგტონი მოსკოვს დამატებით ტარიფებსა და სანქციებს დაუწესებს. მისი განცხადებით, ეს ნაბიჯები შესაძლოა, პუტინის პოზიციაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდინოს, რადგან „რუსეთის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს“.
„პუტინით იმედგაცრუებული ვარ. არ ველოდი, რომ ამდენი დრო დასჭირდებოდა კონფლიქტის დასასრულებლად. სწორედ ამიტომ, ის ვადა, რომელიც თავდაპირველად 50 დღით განვსაზღვრე, ახლა 10 დღემდეა შემცირებული”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დრო აღარ დარჩა და მოსკოვმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს. „დროის გაყვანის მცდელობა არც მშვიდობას ემსახურება და არც რუსეთის ინტერესებს“.- თქვა ტრამპმა.