მედია: რუსეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კუნძულებზე, რომლებსაც ცუნამმა დაარტყა

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სახალინის ოლქის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ჩრდილოეთ კურილიის კუნძულებზე, სადაც კამჩატკის ნახევარკუნძულთან მომხდარი 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით გამოწვეულ ცუნამს წყალდიდობა და შენობების დაზიანება მოჰყვა.

“საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩრდილოეთ კურილიის რაიონში, სადაც დღეს და ცუნამი მოხდა,” განაცხადა სახალინის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცუნამის ტალღებმა კამჩატკასა და სახალინის კუნძულებს დაარტყა, რის შედეგადაც დაზიანდა საბავშვო ბაღი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. რეგიონული საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა, რომ შორეული აღმოსავლეთის ნახევარკუნძულზე 3-4 მეტრის სიმაღლის ტალღები შენიშნეს.

მოგვიანებით, კურილიის კუნძულების რაიონის მერმა განაცხადა, რომ ცუნამის შემდეგ ყველას ევაკუაცია მოხდა.

“საკმარისი დრო იყო, მთელი ერთი საათი. ასე რომ, ყველას ევაკუაცია მოხდა. ყველა ადამიანი ცუნამისგან უსაფრთხო ზონაშია გადაყვანილი.” თქვა კურილიის კუნძულების რაიონის მერმა, ალექსანდერ ოვსიანიკოვმა.

კამჩატკის გეოფიზიკური სამსახურის მიხედვით, ს შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრა რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო 1952 წლის შემდეგ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ