სევასტოპოლიდან და ყირიმის სხვა რაიონებიდან ვრცელდება ცნობები აფეთქებების შესახებ

4 იანვარს, დღისით ანექსირებული დან მოსახლეობა და ტელეგრამის არხები იუწყებიან რამდენიმე აფეთქების შესახებ. ს ხელისუფლება აცხადებს, რომ მოქმედებაში მოვიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომელბზეც ჩანს კვამლი და ისმის აფეთქების ხმა.
აფეთქებების შესახებ ცნობები ვრცელდება სევასტოპოლოდან, მისი შემოგარენიდან – ბალაკლავიდან და ევპატორიიდან.
“კრიმ რეალიის” კორესპონდენტი იუწყება, რომ სევასტოპოლში გაისმა 10 აფეთქების ხმა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის ძალების მიერ ნასროლი 10 რაკეტა. განცხადებიდან უცნობია ეს რაოდენობა ყველა რაკეტას მოიცავს, თუ ზოგიერთის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. უკრაინის არმიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ცნობა ყირიმის ობიექტებზე შესაძლო დარტყმების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ