საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 15-მდე სტიპენდიატი გამოვლინდა

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, „საქართველოს ბანკი“, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს, მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება.

წელს, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 15-მდე სტიპენდიატი.

საქართველოს ბანკის მიერ სტუდენტების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს – stipendia.bog.ge

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge