შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე – დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის წამოყენება

დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის [] წამოყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ლელო“ და გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კვლევები, მათ შორის „გორბის“ მიერ ჩატარებული, ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივ დონეზეც არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა.
„ეს არის იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელება, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ, ასე რომ კანდიდატურის დასახელება ცირკის ლოგიკური გაგრძელება იქნება. რაც შეეხება შანსებს, შანსი, რა თქმა უნდა, ნულს ქვემოთ არის. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება ამ არჩევნებზე.
ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც დემოკრატიას ემიჯნება. ამ არჩევნებზე ნახავენ, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება სახელისუფლებო მანდატით, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, ქვეყნის ომში შეთრევა, ეკონომიკური ნგრევა, ასეთ ადამიანებს როგორ მისცემენ მანდატებს? ეს კიდევ ერთხელ აჩვენა კვლევამ [გორბის კვლევა]. დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის [ალეკო ელისაშვილი] წამოყენება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ს განცხადებით, „გორბის” კვლევის მთავარი შედეგი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ უკვე მეათეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს საქართველოს ერევნული ინტერესები.
მისივე თქმით, კვლევის შედეგები უნდა იყოს გაკვეთილი ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით.
„ამ კვლევამ ჩემთვის რაც აჩვენა, ეს არის 62%-იანი ნდობა ქართველი ხალხისა პარლამენტის მიმართ. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს, მის ხელისუფლებას და საქართველოს პარლამენტს ეპარალელება ან ცდილობს, რომ ელაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით. ამას უპასუხა ქართველმა ხალხმა ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე. როდესაც ცდილობენ ვიღაცები, რომ მეურვის როლი ითამაშონ ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს არ შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი, მის მიერ გატარებული რეფორმები არის სრულად მხარდაჭერილი ქართველი ხალხის და მისი მოქალაქეების მხრიდან. აიღონ ახლა ეს შედეგები და შეეგუონ ამას რამენაირად.
სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ჯერ კიდევ ჰყავს გარკვეული რაოდენობა მხარდამჭერებისა. მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რა წამების სისტემა ჰქონდა სააკაშვილს შექმნილი მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ხმას აძლევენ მის პარტიას და მის ქოლგის ქვეშ არსებულ პარტიებს. ეს სამწუხარო მოცემულობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, რომ შალვა პაპუაშვილი აცხადებს: „რადიკალურ ოპოზიციას ჭკუა რომ ჰქონდეს, ამ კვლევიდან გამოიტანდა დასკვნას, რომ აქვთ შანსი, რომ საკრებულოებში წარმომადგენლები ჰყავდეთ. ამ შანსს თუ ხელიდან გაუშვებენ, საერთოდ გაქრებიან და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებენ“.