ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.
ექსპედიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორცილედება. პროექტში ჩართული არიან საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და გერმანიის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა და მისი როლის განსაზღვრა. ამ ეტაპზე განხორციელდა ციხე-სიმაგრის შიდა სივრცის, კოშკის შიდა ტერიტორიისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციათა შესწავლა.
ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე ასევე, აღმოჩენილი იქნა შუა საუკუნეების არტეფაქტები. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები 2024 წელს დაიწყო.
გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, ექპედიციის მონაწილე არქეოლოგებს სერთიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, არქეოლოგები, ინსტიტუტის, საკრებულოსა და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საყრდენები