ვაკესა და საბურთალოს შორის შენდება ახალი უბანი, რომელიც დედაქალაქში ცხოვრების ახალ გამოცდილებას გპირდებათ

უნიკალური მდებარეობა, სიმწვანე, დახვეწილი არქიტექტურა და გამართული ინფრასტრუქტურა, შთამბეჭდავი ხედები, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომი სერვისები – ეს ახალი თვითმყოფადი უბანი, „თბილისის აკრებია“, რომელიც დედაქალაქში ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას გპირდებათ.
უბანი მდებარეობს თბილისის ორ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად უბნებს – ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე. ცოტა ხნის წინ ქალაქის მაცხოვრებლებმა ადგილს სახელი თავად შეურჩიეს და აქ უკვე მალე გამოჩნდება აბრები წარწერით – დარიანის ქუჩა.
პირველი თვითმყოფადი უბანი აერთიანებს ყველა იმ ფუნქციასა და სერვისს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება. ამ გზით ხდება ფუნქციური დატვირთვის დეცენტრალიზაცია და გადანაწილება, რაც ქმნის შესაძლებლობას შემცირდეს გადაადგილება ქალაქის სხვა უბნებში. ამასთანავე, სპეციალურად ამ უბანში მისასვლელად, იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს უბნის კიდე უფრო მარტივ ინტეგრაციას ქალაქის ინფრასტრუქტურაში.
პროექტი უნიკალურ გამოცდილებას შექმნის მობინადრეებისთვის – ერთი მხრივ, მათ წვდომა ექნებათ ურბანიზაციისთვის დამახასიათებელ ყველა ტიპის სერვისსა და ინფრასტრუქტურაზე, რამდენიმე წუთში მოხვდებიან ქალაქის ცენტრალურ ადგილებში და მეორე მხრივ, ისინი იცხოვრებენ ტყის მასივთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც შენობებს ტერიტორიის მხოლოდ 15% უჭირავს. საცხოვრებელ სახლებთან ერთად განაშენიანება მოიცავს თითქმის ყველა ტიპის სოციალურ სივრცეს, მათ შორის საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, მოსასვენებელ, გასართობ და სავაჭრო დაწესებულებებს. 85% კი ბუნებრივი ლანდშაფტია, რომელიც უფრო მეტად გამწვანდა ადგილობრივი ფლორისთვის შესაბამისი მცენარეებით.
„თბილისის აკრების“ 62 ჰექტარი ტერიტორია აერთიანებს ყველა ტიპის სოციალურ სივრცეს, მათ შორის: საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, მოსასვენებელ, გასართობ და სავაჭრო დაწესებულებებს, ხოლო 85% ან ბუნებრივი საფარია, ან დენდროლოგების მიერ დამატებით გამწვანებული სივრცე იმ მცენარეებით, რომლებიც ადგილობრივ ფლორას ენათესავება. შესაბამისად, დედაქალაქის ახალი უბანი აბსოლუტურ ჰარმონიაშია ბუნებასთან, რომელიც დასავლეთიდან 90,000 კვ.მ. ბუნებრივი ლანდშაფტისა და ტყის მასივის სახით ეკვრის. კომპლექსი მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრზე, რაც პირდაპირ იგრძნობა ჰაერის ხარისხსა და აქ არსებული ეკოლოგიურ მდგომარეობაში.
პროექტი წარმოადგენს თბილისის იდეალურ გაგრძელებას, ქალაქის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც არქიტექტორებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილმა და მოთხოვნებმა უკარნახა. მისი უნიკალური დაგეგმარება მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ყველა საჭირო სერვისსა და დაწესებულებას, ქმნის ურბანულ ცენტრში ცხოვრების ახალ სტანდარტს.
„თბილისი აკრების“ პირველ შრეში დაგეგმილია კომერციული და საგანმანათლებლო ცენტრების განვითარებაა. ფერდობის შუა ადგილი უკვე დაბალსართულიან საცხოვრებელ შენობებს დაეთმობა. ტერიტორია ყველა საჭირო სერვისსა და რეკრეაციულ ზონებს გააერთიანებს. პროექტის ჩრდილოეთ ნაწილში მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალური მოედანი, რომელიც მოიცავს კულტურულ, კომერციულ და გამაჯანსაღებელ მიმართულებებს თბილისის, წყნეთისა და „თბილისი აკრების“ გამწვანებული ტერიტორიის 360-გრადუსიანი უნიკალური ხედებით.
სწორედ უნიკალური მიკროკლიმატი და ბუნება, თანამედროვე დაგეგმარება, სერვისების მრავალფეროვნება, კომფორტი და ადგილმდებარეობა ქმნის პირველი თვითმყოფადი უბნის სტატუსს თბილისში, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც მომავალში სწორედ ასეთი პროექტები იქნება.
„თბილისი აკრების“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბინის შესარჩევად ესტუმრეთ ვებგვერდს Tbilisiacres.ge
(R)