“არ ვაპირებ შეწყალებისთვის მივმართო ე.წ პრეზიდენტს“ – ირაკლი ქერაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულები. ისინი ჰყვებიან, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ. გამოდის, რაკი, მხოლოდ ბოდიშია მათი გათავისუფლების საფასური, ისინი “ქართული ოცნებისთვის” არც დამნაშავეები არიან და არც საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნევენ რეალურად. წესით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან.

„სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რაც გამოთქვა ანდრომ, ონისემ. არ ვაპირებ არანაირი შეწყალებისთვის მივმართო ე.წ პრეზიდენტს“, – ირაკლი ქერაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ