“აი, ასე სამარცხვინოდ მოექცნენ რონალდოს” – პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა ერიკ ბაილიმ “მანკუნიანელთა” რიგებში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.
კოტ დივუარელი ფეხბურთელის თქმით, “წითელი ეშმაკები” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სამარცხვინოდ მოექცნენ.
“ის “მანჩესტერში” დაბრუნდა, როგორც ლეგენდა, პირადად ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო იყო. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა ასე სამარცხვინოდ მოექცნენ. ეს ასე არ უნდა მომხდარიყო”, – განაცხადა ბაილიმ.
შეგახსენებთ, რონალდომ “ალ ნასრის” რიგებში მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 24 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში