გუშინ, 3 იანვარს, საფრანგეთის თასის ფინალში “პარი სენ ჟერმენმა” “ტულუზა” 2:0 დაამარცხა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ახალ გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მისი გუნდი ტიტულების მოგებას კიდევ ეცდება.
“თასების მოგება ყოველთვის რთულია, ფინალისთვის ყოველთვის განსხვავებულად მომზადებაა საჭირო. ბედნიერი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ტიტულების მოგებას კიდევ ვეცდებით”, – განაცხადა ენრიკემ.