შენი ადგილი ისევ იმ სივრცეშია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ამოგიყვანა – ნინო ფოჩხუა ვიქტორ ყიფიანს

იყო ერთი საშუალო დონის იურისტი, ასე დარჩებოდა პენსიაში გასვლამდე, რომ არა მის ცხოვრებაში ს გამოჩენა. ყველა ხომ დამემოწმება, რომ ივანიშვილთან მომუშავე კადრების პოპულარობა, რეიტინგი და შესაბამისად ანაზღაურებაც მაღლა იწევს, – ასე აფასებს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა ვიქტორ ყიფიანს.
მისივე თქმით, მოღალატე ვიქტორ ყიფიანის ადგილი ისევ იქაა, საიდანაც ს დახმარებით ამოვიდა.
ფოჩხუა ყიფიანს „დიფ სთეითის“ აგენტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მსახურება მუდმივი არ არის, სამშობლო კი მარადიულია.
„იყო ერთი საშუალო დონის იურისტი, ასე დარჩებოდა პენსიაში გასვლამდე, რომ არა მის ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. ყველა ხომ დამემოწმება, რომ ივანიშვილთან მომუშავე კადრების პოპულარობა, რეიტინგი და შესაბამისად ანაზღაურებაც მაღლა იწევს.
ასე მოხდა ვიქტორ ყიფიანის შემთხვევაშიც, მაგრამ…
როცა სულით ხარ მოღალატე, მადლიერებას ახლოსაც არ გაუვლია შენთან, “დიფ სთეითის” აგენტი რომ გახდები, უღალატებ ადამიანს, ვინც გვერდით დაგიყენა, თუმცა ეს რა მოსატანია, სამშობლოს უღალატებ, შენი ადგილი ისევ იმ სივრცეშია, საიდანაც ამოგიყვანა იმ ადამიანმა.
უცხო ქვეყნის მსახურება მუდმივი არ არის, სამშობლო კი მარადიულია“,- წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა