ლუკა ჯაბუა – ვუერთდები ანდროს: „ვაი თქვენს პატრონს“ – უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი

ვუერთდები ანდროს: „ვაი თქვენს პატრონს“ – უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი!,- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ლუკა ჯაბუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის იზიარებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებულთა უარს შეწყალების მოთხოვნაზე ბოდიშის მოხდაზე.
„ვუერთდები ანდროს, „ვაი თქვენს პატრონს”, მინდა დავამატო, რომ უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი”,- განაცხადა ლუკა ჯაბუამ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს