ნაკლებად ვყიდით საქართველოში…წარმოების 65% ექსპორტზე გადის – კულა

“კულას“ გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მათი წარმოებული პროდუქციის 65% უკვე ექსპორტზე გადის, გასული წლის დასაწყისისთვის კი, ეს მაჩვენებელი 50% იყო.
გოგლიძის თქმით, 2023 წელს ექსპორტის 15%-ით ზრდასთან ერთად კომპანია 3 ახალ საექსპორტო ბაზარზეც გავიდა – საუდის არაბეთში, მოლდოვასა და კატარში.