2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოსვლა აიკრძალა – რა გამონაკლისი დაუშვა მთავრობამ?

1-ელი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კანონის მიღების მიზეზი ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხია. ბიზნესის წარმომადგენლები რეგულაციის ამოქმედების გადავადებას ითხოვდნენ, თუმცა მთავრობამ ამაზე უარი თქვა. „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ განკარგულება გარკვეული დათქმებით შევიდა ძალაში.