“რადგან ჩემს 15 წლის ასაკში დაწერილ პოსტებს სერიოზული სახეებით დაატარებენ და განიხილავენ, მგონია რომ სჯობს ვუპასუხო” – ჯანგავაძე

მარკეტერი, იაკობ ჯანგავაძე:

ძირითადად მეზარება ხოლმე ამ სიშტერეებზე პასუხი მაგრამ რადგან ჩემს 15 წლის ასაკში დაწერილ პოსტებს სერიოზული სახეებით დაატარებენ და განიხილავენ, მგონია რომ სჯობს ვუპასუხო.

მაგ ასაკში (და მერეც) უამრავი (მაგ სქრინებზე უკეთესებს მოგცემთ) სიგიჟე მაქვს დაწერილი.

13-14 წლის ასაკიდან ვწერ აქ, რადგან ზოგადად მომწონს და მიყვარს ეს სივრცე.

ამ წლების მანძილზე ათასჯერ შევიცვალე გემოვნება, მათ შორის პოლიტიკური.

ათასჯერ შემიცვლია აზრი და პოზიცია.

ეგ კი არა, იდეოლოგიაც, ცოტა ცენტრისკენაც გამოვიწიე, მერე მარცხნივაც და ასევე 7-10 წელში შეიძლება ისევ შევიცვალო.

ის რომ გაზრდასთან ერთად, მეცვლება დამოკიდებულებებიც, მაგას სრულიად ბუნებრივად მივიჩნევ და მიხარია.

ერთ ადგილას რომ გავიჭედო, მაგას უფრო პრობლემურად მივიჩნევ.

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არც უახლოეს გეგმაში მაქვს და არც დიდად სურვილი გამჩენია.

ყოველთვის ვცდილობდი ამ სივრცეში გამეძლიერებინა ის ძალა, რომელსაც იმ მომენტში ვთვლიდი რომ ხმას მივცემდი.

მიუხედად იმისა, აგრესია რამხელა მოდიოდა ჩემი პოზიციების გამო, არასდროს შემიცვლია პოზიცია – სანამ თავად არ მივხდარვარ წლებთან ერთად რომ ან ვცდებოდი ან მართალი ვიყავი.

(“პოლიტიკა ბინძური საქმეა” – ეს გამოთქმაც მეზიზღება. რეალურად, დიდებული საქმეა, თუ სწორად “იმუშავებ”).

მოკლედ, ბავშვობიდან ვწერ აქ და ვინც ჩემს 8-9 წლის წინანდელ პოსტებს დაათრევთ (სადღაც 15-16 წლის რომ ვიყავი), თან სერიოზული სახეებით და გგონიათ იმ დროს ჭკუა მომეკითხებოდა,

გისურვებთ დარჩენილი ცხოვრებაც მაგ ბოღმაში გაატაროთ და თან ალაგ-ალაგ ჩემი პოსტები იკითხოთ.

მადლობა ყურადღებისთვის.