სადაზღვევო ბაზარი ძირითადად ტარიფების ზრდის ხარჯზე იზრდება – ნოდარ გელოვანი

“მეორე კვარტალშიც ეს ტენდენცია ბაზარზე გრძელდება, რომ ძირითადი ზრდა მოდის ტარიფების ზრდის მიმართულებით, ვიდრე დაზღვეულების ზრდის მიმართულებით“,-ამის შესახებ ნოდარ გელოვანი, იმედი L-ის გენერალური დირექტორი bm.ge-სთან აცხადებს.
მისი თქმით, სამედიცინო სერვისების ინფლაციის გავლენით, წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო პროდუქტებზე ფასი საშუალოდ 15%-ით არის გაზრდილი. ფასი გაიზარდა არამხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე, არამედ გაძვირებულია ავტოდაზღვევაც.
„გაზრდილია ტარიფები ზოგადად ჯანდაცვის მიმართულებით, შესაბამისად ეს ასახვას პოვებს სადაზღვევო პოლისის პრემიაში. საშუალოდ დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვაქვს პრემიის მიმართულებით წლის პირველ ნახევარში.
ძირითადი ფაქტორები, რაც მოქმედებს სადაზღვევო პოლისის ფასის ზრდაზე არის თავისთავად ინფლაციური პროცესები ში, მაგრამ ძირითადად ეს ეხება ამბულატორიულ სერვისებს, ვიდრე ჰოსპიტალურ სერვისებს. ამბულატორიული მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები ბაზარზე და ასევე მოხმარებაა მნიშვნელოვნად გაზრდილი და დაახლოებით თანაბარი წილი უკავია ფასების ზრდას და მოხმარების ზრდას პოლისის ფასის ზრდაში.
ჩვენს კომპანიას 7%-იანი ზრდა გვაქვს გაყიდვების მიმართულებით. დაახლოებით იგივე პროცენტული ზრდა არის სადაზღვევო პოლისების მიმართულებით, მოგების ნაწილში მცირედით მეტი ზრდა არის, თუმცა ძირითადად საინვესტიციო პროექტების ხარჯზე“,-აცხადებს ნოდარ გელოვანი, იმედი L-ის გენერალური დირექტორი.
რა შედეგებით დახურა წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო ინდუსტრიამ, ოფიციალურ, დაზუსტებულ მაჩვენებლებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური სავარაუდოდ აგვისტოში გამოაქვეყნებს. მხოლოდ პირველ კვარტალში საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შემოსავლები, ანუ კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია წინა წელთან შედარებით 55 მილიონი ლარით, გაიზარდა და 453 მილიონ ლარს მიაღწია. 1 მილიონით მეტი ანუ 26 მილიონი ლარის ტოლი იყო წმინდა მოგება. მოზიდული პრემიის მიხედვით ბაზარს ძირითადად “ჯიპიაი ჰოლდინგი”, “ დაზღვევა” და “იმედი L” ინაწილებენ.