ირანში 2 აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ირანის პრეზიდენტი აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანში 2 აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. აფეთქება ქალაქ ქერმანში გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, მაშინ, როცა გენერლის გარდაცვალების მე-4 წლისთავზე სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობდა.
ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აფეთქებებს “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა, რომელსაც სასტიკი პასუხი გაეცემა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად გაააქტიურეს.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ირანის პრეზიდენტი, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ამ დანაშაულისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.
“მე ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს, თქვენ ინანებთ ამას, თქვენ ფასს გადაიხდით ამ დანაშაულისთვის. ღრმად ინანებთ დანაშაულებს, რომლებიც თქვენ ჩაიდინეთ,” – აცხადებს ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში