დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, ვლადიმერ შუალია დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sputnik Абхазия ავრცელებს.
რუსეთის შსს-ს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ისინი 47 წლის შულაიას 2002 წელს რუსეთის მოქალაქის მკვლელობას ედავებიან.
გამოცემის ცნობით, შულაია საქართველოსა და რუსეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო. ის აფხაზეთში არალეგალურად იმყოფებოდა და მდინარე ენგურზე საზღვარი გადაკვეთა პასპორტისა და ენგურჰესის თანამშრომლის პირადობის მოწმობის გამოყენებით, რომელიც, როგორც თავად აღიარა, მას “კავშირების მეშვეობით” ჰქონდა.