ჯო უილსონი – ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, რომელსაც ახასიათებს, როგორც „ზესახელმწიფოს, რომელსაც უნდა მიბაძო“. MEGOBARI აქტი საჭიროა, რათა აშშ-მა შუა დერეფნით ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომა შეინარჩუნოს და ქართველებს ძნელად მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს“, – წერს ჯო უილსონი.