ახალი წლის დღეები გრძელდება – საზეიმო ღონისძიებებს დღეს ჭიათურა, ბორჯომი, ზუგდიდი და ყვარელი უმასპინძლებს

ახალი წლის დღეები გრძელდება. საზეიმო ღონისძიებებს დღეს ჭიათურა, ბორჯომი, ზუგდიდი და ყვარელი უმასპინძლებს. სამზადისი უკვე დაწყებულია. ოთხივე მუნიციპალიტეტში მონტაჟდება სცენა, სადაც დღის ბოლოს კონცერტები უნდა გაიმართოს. მოწყობილია საშობაო ბაზრობებიც, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაც.
საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება ყვარელში ამ წუთებში მიმდინარეობს. საახალწლო პროგრამა 14:00 საათზე დაიწყება და სხვადასხვა გასართობ აქტივობებს მოიცავს. საღამოს კი კონცერტი გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე ანსამბლი “ჰერიო,” მასტერი და ბენდი “მიქსტურა” წარსდგებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ

პრემიერის ინიციატივა, მოხდეს რეგიონების სისტემური განვითარება, ნიშნავს რეგიონების ახალ სიცოცხლეს, ახალ სამუშაო ადგილს, გაზრდილ ეკონომიკას და შიდა მიგრაციის შემცირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია