ისრაელის ორი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი ქვეყანა ღაზაში გენოციდს ახორციელებს

ისრაელში მოქმედმა ორმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ 28 ივლისს განაცხადა, რომ მათი ქვეყანა ღაზაში გენოციდს ახორციელებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ებრაელების ხელმძღვანელობით მოქმედი ადგილობრივი ორგანიზაცია ამ ბრალდებით გამოდის ს მიმართ, თითქმის 22 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში.
ამ განცხადებით გამოვიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ისრაელის საინფორმაციო ცენტრი, ანუ “ბეცელემი”, და ორგანიზაცია “ექიმები ადამიანის უფლებებისთვის – ისრაელი”, რითიც კიდევ უფრო გაამძაფრეს მწვავე დისკუსია იმის თაობაზე, რამდენად არის გენოციდის ტოლფასი ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია – რომელიც პასუხია -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მხრიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ სისხლიან იერიშზე.
ორი უფლებადამცველი ორგანიზაცია თავ-თავიანთ, თუმცა ერთობლივად გასაჯაროებულ ანგარიშებში ამბობს, რომ მათი დასკვნა ეფუძნება ღაზაში ისრაელის მიერ გატარებულ პოლიტიკას, ისრაელის მაღალჩინოსნების განცხადებსა და ღაზის ჯანდაცვის სისტემის განადგურებას.
ისრაელის ორი ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებული ეს განაცხადი ირეკლავს საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად Human Rights Watch-ის და Amnesty International-ის უწინდელ ანგარიშებს. გენოციდის თაობაზე განაცხადით გამოდიან პალესტინელები, მათი მხარდამჭერები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს გენოციდის შესახებ საქმეს, რომელიც სამხრეთმა აფრიკამ შეიტანა ისრაელის წინააღმდეგ.
მაგრამ საკუთრივ ისრაელში – რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ დაარსდა – ამ დრომდე ხელისუფლების უმწვავესი კრიტიკოსებიც კი თავს იკავებდნენ ამგვარი ბრალდებით გამოსვლისგან. ანალიტიკოსების შეფასებით, ისრაელში ბევრი თვლის, რომ ღაზაში მიმდინარე ომი გამართლებულია, რადგან ესაა პასუხი ყველაზე სისხლიან თავდასხმაზე ქვეყნის ისტორიაში და არა მოსახლეობის განადგურების მცდელობა.
ამ ორ უფლებადამცველ ორგანიზაციას იცნობენ და პატივს სცემენ საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა თავად ისრაელში მათი შეხედულებები არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლეოსობის აზრს. მაგრამ გენოციდის შესახებ ბრალდებით საკუთრივ ისრაელში გამოსვლა, ანალიტიკოსების აზრით, მაინც ტაბუს დარღვევის ტოლფასია.
“ვერაფერი მოგამზადებს იმის გასააზრებლად, რომ ხარ გენოციდის ჩამდენი საზოგადოების ნაწილი. ეს ძალიან მტკივნეული მომენტია ჩვენთვის” – განაცხადა “ბეცელემის” აღმასრულებელმა დირექტორმა, იული ნოვაკმა პრესკონფერენციაზე, ორი ანგარიშის წარდგენისას. მის სიტყვებს ავრცელებს ფრანს-პრესი (AFP).
“როგორც ისრაელელებს და პალესტინელებს, ვინც აქ ცხოვრობს და ყოველდღიურად აკვირდება რეალობას, ჩვენ გვაკისრია მოვალეობა სიმართლე რაც შეიძლება მკაფიოდ ვთქვათ” – ამბობს ნოვაკი და დასძენს – “ისრაელი გენოციდს ახორციელებს პალესტინელთა წინააღმდეგ”.
ორგანიზაცია “ექიმები ადამიანის უფლებებისთვის-ისრაელი” დირექტორი, გაი შალევი მიიჩნევს, რომ ისრაელის ებრაელთა საზოგადოება გენოციდის შესახებ განცხადებებს ხშირად უგულებელყოფს როგორც ანტისემიტურს, ან მიკერძოებულს ისრაელის წინააღმდეგ. “შესაძლოა ისრაელში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამ დასკვნამდე მივიდნენ, არის ამ ბრალდებისთვის თვალის გასწორების და ხალხის მხრიდან რეალობის აღიარების გზა” – ამბობს შალევი, რომლის სიტყვებასაც ავრცელებს სააგენტო “ასოშიეიტედ პრესი” (AP).
სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მსგავსად, “ბეცელემი” და “ექიმები ადამიანის უფლებებისთვის-ისრაელი” ღაზაში ვერ შედიან ომის პერიოდში. მათი ანგარიშები ეფუძნება ჩვენებებს, დოკუმენტებს, თვითმხილველთა ნაამბობს და იურისტებთან კონსულტაციებს.
ისრაელის ხელისუფლებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ამ ორი ორგანიზაციის ანგარიშებზე. ისრაელის ოფიციალური პირები ღაზაში სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამოწვევაში ჰამასს ადანაშაულებენ – აცხადებენ, რომ ჰამასი მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებს და საცხოვრებელ უბნებში ექსტრემისტებს განათავსებს.
ისრაელი აცხადებს, რომ ეგზისტენციურ ომშია ჩართული, იცავს საერთაშორისო კანონებს და იბრძვის ჰამასის დასამარცხებლად და ისრაელელი მძევლების შინ დასაბრუნებლად. ისრაელი უარყოფს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებებს, რომ პრემიერ-მინისტრმა, მ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ორივე ფიგურაზე დაპატირების საერთაშორისო ორდერებია გაცემული.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, იმსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის მხრიდან საპასუხო ომის შედეგად ღაზის სექტორი – სადაც ორ მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს – დიდწილად ნანგრევებადაა გადაქცეული. ჰამასის მიერ მართული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 59 800 ადამიანი, მათი უმეტესობა სამოქალაქო პირია.
ღაზაში მცხოვრებ პირებს სულ მცირე ერთხელ მაინც მოუწიათ სახლ-კარის დატოვება ომის დაწყების შემდეგ, გაეროს სააგენტოები აცხადებენ, რომ მოსახლეობაში მზარდი შიმშილია.
“ბეცელემის” ანგარიში მოიცავს მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, აჩვენებს, რომ ისრაელი “კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამს ღაზის სექტორში პალესტინელთა საზოგადოების გასანადგურებლად”.
“ექიმები ადამიანის უფლებებისთვის-ისრაელი” თავის ანგარიშში ლაპარაკობს “ღაზის ჯანდაცვის სისტემის მიზანმიმართულ და სისტემატიურ განადგურებაზე”.

ასევე დაგაინტერესებთ