ინფორმაცია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა სიცრუეა

ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების ამსახველი ფოტოები. ის წერს, რომ ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება.

ინფორმაციას გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელიც აცხადებს, რომ მათი თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს 2023 წლის აგვისტოში განხორციელდა.

“შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს”, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების ამსახველი ფოტოები. ის წერს, რომ ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება. მისივე თქმით, ქვის შეფერილობაც შეცვლილია, ჩრდილოეთ ფასადზე, თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია. აღნიშნულს გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელიც აცხადებს, რომ მათი თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს 2023 წლის აგვისტოში განხორციელდა. “შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში