ღაზის ზოოპარკში ცხოველები შიმშილით კვდებიან

საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე კრიზისი ადამიანებთან ერთად ცხოველებზეც აისახება. ღაზას სამხრეთით მდებარე ზოოპარკის ათობით ბინადარი შიმშლით სიკვდილის ზღვარზეა.
Al Jazeera ავრცელებს კადრებს, სადაც ასახულია დაუძლურებულ მდგომარეობაში მყოფი ცხოველები. საკვების კრიზისის გამო ზოოპარკში უკვე მოკვდა ოთხი მაიმუნი. უკვე რამდენიმე დღეა შესაბამისი საკვები არ მიუღიათ ლომებს და სხვ სახეობის ცხოველებს.
გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ქალაქ რაფაში, ზოოპარკის მიმდებარედ ადამიანებს გაშლილი აქვთ კარვები. ამბობენ, რომ საკუთარი სახლების დატოვების შემდეგ აქ უსაფრთხო თავშესაფრის შექმნას ცდილობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო