ევროკავშირისათვის -სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას, რაც მას, როგორც ქვეყანას სჭირდება – შეთანხმების შედეგები ევროკავშირისთვის სრული კრახია

ევროკავშირისათვის -სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას, რაც მას, როგორც ქვეყანას სჭირდება – შეთანხმების შედეგები ევროკავშირისთვის სრული კრახია
ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას რაც მას როგორც ქვეყანას სჭირდება,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმებას.
მეგრელიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირისთვის სრული კრახია.
„ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შედგა თუმცა ეს დოკუმენტი კაბალური პირობების გათვალისწინებით ევროკავშირისათვის სარისკოა.
შეთანხმების თანახმად, ამერიკული ტარიფი ევროპულ საქონელზე 15%-ს შეადგენს და არა 30%-ს, როგორც ეს ტრამპს მანამდე ჰქონდა გაცხადებული. თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის.
ამასთან, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს პარალელურად კი დამატებით, ევროპა ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ჩადებს.
ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას რაც მას როგორც ქვეყანას სჭირდება.
ევროკავშირისათვის კაბალურია სავაჭრო დოკუმენტის პირობები თუმცა ის დუმილს ინარჩუნებს და ემორჩილება დიდ მმართველს.
ამ შეთანხმების შედეგები ამერიკისთვის მომგებიანია ხოლო ევროკავშირისთვის არის სრული კრახი და ეს დროთაგანმავლობაში აუცილებლად გამოიკვეთება და დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს ხალხში.
მალე მოედება ევროპას უკმაყოფილების ალი,“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
Previous: შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ზეიმობს, აშშ-ს ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი, საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია