TBC ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული გუგა გოცირიძეა | ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძე, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ბანკი დაკეტილია. სამართალდამცავები, სავარაუდოდ, იმ თანამშრომლებს კითხავენ, რომლებიც მომხდარის დროს ფილიალში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრალდებული ბანკიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.
კაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.