იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა

იაპონიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მიწისძვრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე 81 ადამიანი. მოქალაქეების ნაწილი ნანგრევებშია დარჩენილი. მ გაანადგურა გზები და საკომუნიკაცი სისტემები, დაზარალებული ტერიტორიების დისტანციური მდებარეობა ართულებს სამაშველო სამუშაოებს.
“ჩვენ მთელ ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ ამ საღამომდე, როცა კატასტროფიდან 72 საათი გავა”, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
გადარჩენის მაჩვენებელი იკლებს მიწისძვრიდან 72 საათის შემდეგ. პრობლემაა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ათასობით ევაკუირებულისთვის.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.