მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოში სახლი დაიწვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარმა ის იმდენად დააზიანა, რომ საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
ცეცხლი ღამით გაჩნდა. ოჯახმა შენობის დატოვება მოასწრო და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი მოკლე ჩართვამ გააჩნია.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო იყო მობილიზებული.