კირბის თქმით, კონგრესის თანხმობამდე, აშშ-ს უკრაინის დასახმარებელი თანხები არ აქვს

აშშ-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ ბრიფინგზე თქვა, რომ ს ბოლო დახმარება, რისთვისაც თანხები ჰქონდათ, კიევმა ახალ წლამდე მიიღო და მხარდაჭერის გასაგრძელებლად საჭიროა კონგრესის მიერ ბიუჯეტის დამტკიცება.
“ჩვენ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ბოლო პაკეტი, რომლით მხარდაჭერისთვისაც თანხებიც გვქონდა, ახალ წლამდე, შობის შობის შემდეგ. ჩვენ უნდა მივიღოთ კონგრესის მხარდაჭერა, რათა ეს გავაგრძელოთ”. – თქვა კირბიმ.
ამას გარდა, კირბი გამოხემაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ ვლადიმირ პუტინი დასავლეთს უგზავნის სიგნალს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, პუტინი არ ჰგავს ადამიანს, რომელსაც მოლაპარაკებები სურს.
“ის აკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინელები დააჩოქოს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა წამოაყენა, მიიღონ”. – აღნიშნა კირბიმ.
6 დეკემბერს -ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ს კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და სთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავდა. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.