რეაგირება არის მხოლოდ თავდასხმითი, თუ მცირე დაზიანებებია აღმოჩენილი, ამასაც სჭირდება რეაგირება | “ევროპა ჩვენი სახლია” ნიკორწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პასუხობს

რეაგირება არის მხოლოდ თავდასხმითი, თუ მცირე დაზიანებებია აღმოჩენილი, ამასაც სჭირდება რეაგირება | “ევროპა ჩვენი სახლია” ნიკორწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პასუხობს
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ნიკორწმინდის ტაძრის მონიტორინგი მშრალ სეზონზე ჩატარდა, ხოლო პრობლემები ზამთრის სეზონზე გამოჩნდა.
თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ თუ სააგენტომ მცირე დაზიანებები აღმოაჩინა, ამასაც სჭირდება რეაგირება.
“ისინი დღეს განცხადებაში გვეუბნებიან, რომ 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით მოქმედებენ, როდესაც მათ მონიტორინგი ჩაატარეს მშრალ პერიოდში და თითქოს იქ პრობლემები ვერ აღმოაჩინეს, ჩვენ ვეუბნებით, რომ პრობლემები დღეს არის, ამაზე გავავრცელეთ არა მხოლოდ განცხადება, არამედ ვიზუალური, ფოტო და ვიდეო მასალა, შესაბამისად თბილისიდანაც შეუძლიათ დააკვირდნენ ამ მასალას და აღმოაჩინონ პრობლემები. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს აქვთ პრობლემები გააზრებაში, გარდა საქმიანობისა და კორუფციული მიმართულებებისა, არიან იმ რეჟიმში, რაშიც იყვნენ გელათის შემთხვევაში 3 წლის წინ, რეაგირება არის მხოლოდ თავდასხმით, მხოლოდ ისრების გადატანა. ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ ნიკორწმინდასთან დაკავშირებით, სულ მალე მოვიკითხავთ იმას, რასაც ისინი მცირე დაზიანებებს ეძახიან, თუკი მცირე დაზიანებებია აღმოჩენილი, ამასაც რეაგირება სჭირდება”, – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
იხილეთ:
· ინფორმაცია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა სიცრუეა | კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო