ამის (რედ. – რუსეთთან ომის დაწყების) სანაცვლოდ დასავლეთი მას (საქართველოს) შეაქებს, შეუნარჩუნებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყველგან, ყველანაირ პლატფორმაზე ილაპარაკებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია და დაიწყებენ გზების ძებნას, როგორ დაეხმარონ საქართველოს უფრო ეფექტიანად, არ ვიცი, მაგალითად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, საქართველოს კიდევ სადმე გაწევრიანება. რაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიზანია – ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა.
თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში, ამ ხელისუფლებით საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში შესვლა უნდა დაივიწყოს. ეს მეტასტაზები კი ღრმად ფესვგადგმულია და ქართული საზოგადოება სავსეა სოროსის ბავშვებით, სოროსის შვილიშვილებით. რატომ ატყდა ასეთი აყალმაყალი გასულ წელს? რადგან მიიღეს კანონი, ამერიკულიდან გადაწერილი, უცხოეთის აგენტების შესახებ… პირდაპირ გადაწერილი ამერიკული [კანონიდან], რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოქმედებს. რაც იუპიტერს ეპატიება, არ ეპატიება ხარს. ამიტომაც, პირდაპირ, ეს ხელისუფლება დაადანაშულეს, რომ დასავლეთის მტრები არიან… – თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
წყარო