L’OREAL-ის დამფუძნებლის შვილიშვილი პირველი ქალია, რომლის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით კოსმეტიკური კომპანია L’Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი პირველი ქალია, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ბეტანკურ-მაიერსის ქონების ღირებულებამ 100-მილიარდიან ნიშნულს 2023 წლის 28 დეკემბერს გადააბიჯა.
ბეტანკურ-მაიერსი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად კომპანიის აქტივების 33%-ს ფლობს. ამ დროისთვის მილიარდერი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
კოსმეტიკური კომპანია L’Oreal 1909 წელს ეჟენ შიულემ დააფუძნა. ბეტანკურ-მაიერს ქონება დედის, ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა.